დ ე დ ა ხუთსართულიანი კორპუსის ეზოში , ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ფოსტალიონი გამოჩნდა , რომელსაც მხარზე გაზეთებით სავსე უზარმაზარი ჩანთა ჰქონდა მოკიდებული სადარბაზოსთან სანამ მივიდოდა , პირველი სართულის ფანჯრის ქვეშ გაჩერდა , ოსტატური მოძრაობით ჩანთა გვერდით მოიგდო და მისი ჯიბიდან წერილების დასტა ამოაძვრინა შემდეგ მათგან ერთი კონვერტი ამოარჩია აქოშინებული , წელში უსიცოცხლოდ გაიმართა და ფანჯარაზე მიაკაკუნა - შვილის წერილი მოგიტანე , მარგო ! - ფარდა დაძახებისთანავე გადაიწია და ფანჯარა მოწითალო თმიანმა გაღიმებული სახის ქალბატონმა გამოხსნა , რომელიც ამ ხმას თითქოს ელოდა სიხარულისაგან აკანკალებული ხელით გამოართვა კაცს კონვერტი , მადლობა გადაუხადა და ღიმილით დალოცა მისი ოჯახი კმაყოფილმა ფოსტალიონმაც მდაბლად დაუკრა თავი და თან დააყოლა : - ახლა , ძალიანაც ნუ ინერვიულებ , ვის არ გათხოვებია ქალი ?! რა დროს ნერვიულობაა , წყნარად დაელოდე შვილიშვილს და აკოტრიალე მერე აქეთ - იქით ფოსტალიონმა ჩანთა ზურგზე უფრო კარგად შეისწორა და სადარბაზოსკენ გასწია მას შეეძლო ეს წერილი ფოსტის ყუთში ჩაეგდო , მაგრამ იცოდა , რომ მარგო ყოველ წუთს ელოდა შვილისგან შეხმიანებას ამიტომ , კვირაში ერთხელ და ხან ორჯერაც , წერილს თავად აწვდიდა რა იცოდა მან , რომ წინა სასიხარულო ბარათებისაგან განსხვავებით , სამწუხარო ამბავი მოჰქონდა , თორემ ამ კონვერტს ხომ ნამდვილად ფოსტის ყუთში ჩააგდებდა ფოსტალიონი სადარბაზოში შევიდა მარგო კი სწრაფად შებრუნდა ოთახში , სავარძელში მოხერხებულად ჩაჯდა და შვილის წერილის გახსნა დაიწყო ის ეროვნებით ებრაელი იყო და ოჯახში მარტო ცხოვრობდა ერთადერთი ქალიშვილი , რომელიც ობლობაში გამოზარდა , რამდენიმე თვის წინ , სხვა ქალაქში , ასევე , ებრაელ ბიჭზე გათხოვდა მარგო ერთ რამეს განიცდიდა ყველაზე უფრო - მისი შვილი მისგან შორს რომ იყო რა ექნა , ბედს ეგუებოდა და ამ მიწერ - მოწერით იხალისებდა ცხოვრებას და აი , მორიგი წერილი მას უკვე ხელთ უპყრია და გაფაციცებით იწყებს კითხვას : „ჩემო საყვარელო დედა , ძალიან განვიცდი შენს მარტოობას და ვწუხვარ , რომ ამ მდგომარეობის შეცვლა არ შემიძლია ყოველ ღამე გხედავ სიზმარში და ყოველთვის შენზე ვფიქრობ ჩვენ ორი ათეული წელი ვიცხოვრეთ ერთად და წუთითაც არ მიგიტოვებივარ შენ მასწავლე სიყვარული ადამიანების მიმართ და მაზიარე ლამაზ სიცოცხლეს შენ შთამინერგე ყველა კეთილშობილური გრძნობა , რომლის გვირგვინადაც სიკეთესა და პატიოსნებას მიიჩნევდი ასევე , მასწავლე ოცნება იმ სამშობლოზე , რომელიც არც შენ გინახავს და არც მე ხშირად მეუბნებოდი , რომ ჩვენ მოვდივართ უმშვენიერესი წიაღიდან , რომელშიც ადრე თუ გვიან , უნდა დავბრუნდეთ და სანამ დავბრუნდებით , რომელ მიწაზეც მოგვიხდება ფეხის დადგმა , იქ სიკეთე უნდა დავტოვოთ , რადგან უკან მადლი მოგვდევდეს და არა წყევლაო ეს სიტყვები ასაზრდოებს ჩემს სულს და იმედს მისახავს მომავლისადმი ამ სიტყვებმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე , რასაც სამშობლოში დაბრუნება ჰქვია ამის შედეგია ჩემი თანხმობა , რომელიც განვუცხადე მეუღლეს , როცა ისრაელში გადასვლა შემომთავაზა შეთანხმებიდან დიდი ხანი არ არის გასული და საბუთები უკვე გამზადებული გვაქვს ჩვენი თვითმფრინავი ხვალ მიფრინავს და ამ სიხარულთან ერთად , ერთი დიდი ნაღველიც მიმყვება - როგორ გამიგებ იმას , რომ ვერ გემშვიდობები ჩემო საყვარელო დედა , ამას ერთი მიზეზი აქვს : შენ ნახევარი ცხოვრება საქართველოში გაატარე და შენთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ასეთი უეცარი გადაწყვეტილების მიღება ამის თაობაზე ჩვენს მსჯელობას შეიძლება დროებით მეც შევეფერხებინე ეს კი ურთიერთობას გამირთულებდა მეუღლესთან და არც შენთვის იქნებოდა სასურველი მიუხედავად ამ მიზეზისა , მე მაინც პატიებას გთხოვ და ვფიქრობ , რომ ჩემი ასეთი საქციელის გამო არასოდეს გამკიცხავ დედა , ახლა ღამის 3 საათია და ჩემი ცრემლები ასველებს ამ წერილს გჯეროდეს , რომ მე არასოდეს მიგატოვებ ძალიან მალე , როგორც კი მოვეწყობით , წაგიყვან და მერე ვერავითარი ძალა ვეღარ დაგვაშორებს ამიტომ გამაგრდი , არ ინერვიულო და მელოდე ! მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ ! შენი ცისანა , 1972 წ აგვისტო ” მარგომ , ცრემლით გამოვსებული თვალებით , ბოლო წინადადება ძლივს გაარჩია და აკანკალებული ხელით გვერდით მდგომ დაბალ მაგიდაზე წერილი ფრთხილად გადადო ხალათის ჯიბეში ცხვირსახოცი მოძებნა , თვალებზე მიიდო და იდაყვით სავარძლის კიდეს დაეყრდნო რამდენიმე წამის შემდეგ , როცა კარგად გაიაზრა , თუ რა ხდებოდა მის თავს , ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა : რატომ ?.. - ამ სიტყვაში და მის ტონში მრავალი გრძნობა აშლილიყო , რომელთა შორის , უპირველესი ადგილი შვილის დაკარგვის შიშს დაეპყრო ჩუმად , თითქმის უხმოდ აქვითინდა დედა , რომლის გონებაშიც მანამდე განუცდელი ემოციის პარალელურად ამოქმედებას იწყებდა საბჭოთა პროპაგანდის უმძლავრესი მანქანა , რომელიც ხალხს დღენიადაგ არწმუნებდა , რომ ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ , ისრაელში , ყოველდღე იხოცებოდა ათეულობით ადამიანი ომის შედეგად მარგოს ფიქრები ვულკანივით ამოფრქვეულიყო და თავისი ისტორიული სამშობლოს მიმართულებით მიიჩქაროდა მისმა გონების თვალმა სწრაფად მიაღწია ოცნებაში წარმოსახულ აღთქმულ მიწას და იქ ასულ შვილსაც მალევე მიაგნო ელვის უსწრაფესად მიეჭრა მას და გულში ჩაიხუტა შემდეგ აქეთ - იქით მიიხედ - მოიხედა და მოსალოდნელი საშიშროება რომ აეცილებინა მისთვის , კალთა გადააფარა თითქოს ასე დაუმალა შვილი მომხდურს დიდხანს იცავდა დედა საკუთარი სხეულით ცისანას , თავზე ხელს უსვამდა , უყვავებდა , ეფერებოდა და მის გონებას აღარ სურდა რეალობაში დაბრუნება ორი საათის განმავლობაში ამ სიხარულით გამოწვეულ ნეტარებას მისცემოდა მარგო და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო , როცა ღვარად წამოსული ცრემლებისაგან ხალათის წინა მხარე მთლიანად ჩამოუსველდა მის წარმოდგენაში ცისანა უეცრად გაქრა და თვალებს კვლავ დაუბრუნდა აღქმის უნარი ცრემლი შეიმშრალა , ქვითინსაც ოდნავ მოუკლო სველი ხალათი ტანზე შემოიჭდო , თითქოს შეამცივნაო და შვილის წერილს გადახედა ის აღარაფერს ამბობდა , კრიჭაშეკრული დაჰყურებდა ნახევრადმოკეცილ ფურცელს , მაგრამ ცრემლი კვლავ მოდიოდა მისი თვალებიდან უეცრად რაღაცამ შეაკრთო და ოთახი ისე მოათვალიერა , გეგონებოდათ , ვიღაცას ეძებსო ოთახში არავინ იყო და ეს მანაც კარგად იცოდა , მაგრამ ოდნავ დაძაბული მაინც ცდილობდა თავისი სულის შერხევის მიზეზის აღმოჩენას ეს ძიება დიდხანს არ გაგრძელებულა , მისი თვალები ჭურჭლის კარადის თავზე დაკიდებულ სურათზე აღბეჭდილ , გარდაცვლილი დედის თვალებს გადაეყარნენ , რომელიც საკუთარ ქალიშვილს მტკიცედ , მაგრამ მომღიმარი სახით გადმოსცქეროდა მარგო ამ სურათს ყოველდღე წმენდდა და უყურებდა სიყვარულისა და მონატრების გარდა მისი ხილვისას არანაირი გრძნობა არ დაუფლებია ახლა კი დედის თვალები სხვაგვარად შეიჭრა მის გონებაში და მანამდე დაფარულ განცდებს შეეხო მტირალი ქალის თვალებში ცრემლი მომენტალურად შეწყდა და ინსტინქტურად უკან გაიწია მისი აზრები საპირისპიროდ გაიჭრნენ და გარდაცვლილი დედის გარშემო დაიწყეს ტრიალი ასეთი უეცარი აზრთა სხვადასხაობა , მარგოს გარეგნულ იერზეც აისახა : აქამდე თუ თვითონ ხელძღვანელობდა საკუთარ გონებას და თავად უდგენდა მას , როგორ დაეფარა და მოფერებოდა თავის ქალიშვილს , ახლა დედის წინაშე ის უძლური ჩანდა და მოწყალე თვალებით შეჰყურებდა თითქოს ევედრებოდა , ეთქვა მისთვის , რა მოემოქმედებინა ასეთ მდგომარეობაში მიდიოდა წუთები , მაგრამ მარგო მშობელს თვალს არ აცილებდა ცოტა ხნის შემდეგ ფეხზე წამოდგა , კარადის თავიდან მშრალი ჩვარი აიღო და სურათის ჩარჩოს შუშას ფრთხილად გადაუსვა შემდეგ კარადას დაეყრდნო და ისევ დედას შეხედა - რა ვქნა , დედა ? რა შემიძლია მე ახლა , რა გავაკეთო ? - აღმოხდა მარგოს და ისევ დაიძრა მისი თვალებიდან ცრემლები ისევ მოიმარჯვა სველი ცხვირსახოცი , რომლითაც მაინც ვერ ასწრებდა თვალის შემშრალებას თითქოს სურათი ამეტყველდაო , ის ხმა ჩაესმა მარგოს , როცა მას და მის ძმებს დედა სამშობლოზე ესაუბრებოდათ ხოლმე როცა ის მოუთხრობდათ წინაპრებზე და ებრაელთა ტრაგიკულ ბედზე ახსენებდათ , რომ მათ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი , უნდა ჰყვარებოდათ ადამიანები და საერთოდ , სიყვარულისთვის ეცხოვრათ ამ ქვეყნად მაგრამ მუდმივად უნდა ეფიქრათ იმაზე , რომ ერთხელ მაინც ეხილათ აღთქმული მიწა , რაც მათი მაშინდელი გადასახედიდან წარმოუდგენლად მოსჩანდა ამიტომ მათგან ვინც ამას პირველი შეძლებდა , ის იქნებოდა გმირი ეს ხმა მოესმა წარსული წლებიდან მარგოს ყურს , ცრემლი შეიმშრალა და დედის სახეს უფრო კარგად დააკვირდა - მაშ , გმირია , ჩემი ცისანა ?! - შეჰღიმა დედას და თავი დაბლა დახარა . - გმირი ყოფილა , გმირი ყოფილა ჩემი შვილი ! მაშ , რატომ ვტირი მასზე ? - ეს უკვე თავის თავს ჰკითხა ფიქრი დიდხანს აღარ გაუგრძელებია წამოდგა ცრემლებისაგან დასველებული ხალათი გამოიცვალა შემდეგ პირი დაიბანა და თმები ხელით შეისწორა ოთახში რომ შემოვიდა , იქაურობა წეღანდელივით მოათვალიერა ახლა უკვე ცისანა წარმოიდგინა იქ მყოფი , მაგრამ მისი მზერა კვლავ დედის სახეს წააწყდა მშობლის სახე უწინდელთან შედარებით , უფრო ლმობიერი მოსჩანდა , რამაც მარგოს გონება ისევ წარსულისკენ მიაბრუნა ამას კი მოჰყვა იდუმალი ხმა : „შვილო , შენ ხარ ნაყოფი ებრაელთა ტომისა ! იმ ერისა , რომელმაც ათეული საუკუნეები იცხოვრა სამშობლოს გარეშე ! იმ ხალხისა , რომელიც იძულებით განიფანტა დედამიწის ზურგზე და რიგ სახელმწიფოებში განიცადა დევნა , სიძულვილი , უმიზეზოდ სიკვდილით დასჯა ! ცხოვრების ასეთ გამოცდას , შენი ერი უპირისპირებდა : დევნის წინააღმდეგ იყენებდა მოთმენის უნარს ; სიძულვილს პასუხობდა სიყვარულით ; ხოლო სიკვდილს ამარცხებდა სიმტკიცით ამ სამმა უდიდესმა გრძნობამ ებრაელი ერი , არა თუ დღემდე მოიყვანა , არამედ ტრიუმფით დააბრუნა აღთქმულ მიწაზე შენი მოდგმიდან ამ სიხარულს პირველი შენი შვილი ეზიარა , რომელმაც აღასრულა წინაპართა მიზანი და ოცნება ამიტომ გახსოვდეს : სულში აამოქმედე ებრაელთა დამახასიათებელი მოთმინება და მოემზადე შვილთან შესახვედრად ისე , ვითარცა გმირთან!” ხმა გაქრა თვალებიდან ნისლი ნელ - ნელა გადაიწმინდა და მარგომ კვლავ დაინახა მისკენ მომზირალი დედის სურათი ის მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში მას თითქოს ვიღაცამ უმძიმესი ტვირთი ჩამოხსნა ზურგიდან მისი სახე რადიკალურად განსხვავდებოდა თუნდაც ერთი საათის წინანდელი გამომეტყველებისგან ,- აღარ უთრთოდა ნაკვთები და ემზადებოდა გადაწყვეტილების მისაღებად , თუ რა უნდა მოემოქმედებინა თვითონ ცივდებოდა გონება , რომელიც გულს გარედან უჭერდა სარტყელს , მაგრამ მის შიგნით , წიაღში , მაინც ფეთქავდა სიყვარულის გრძნობა შვილის მიმართ მიუხედავად ამისა და იმ შფოთიანი გარდასული საათებისა , მარგომ შეძლო გზა გაეხსნა საღი აზრისთვის და ფიქრისათვის მოეცალა : „ისრაელში ჩემი წასვლა გამორიცხულია მარტივი მიზეზის გამო - ავადმყოფი გული არ მომცემს საშუალებას გავუძლო არა მარტო შორ მანძილზე წასვლას , არამედ გარემოს უეცარ გამოცვლასაც , თანაც ეს უნდა გავაკეთო შვილის გარეშე , რაც თითქმის წარმოუდგენელია ჩემი შვილი აქ ვეღარ ჩამოვა . - ამის გაფიქრებისთანავე ყელში მოწოლილი ნაღველი მკაცრი გამომეტყველებით გადაყლაპა და კვლავ გააგრძელა ფიქრი - მაშ , რა მრჩება ? ლოდინი რამდენ ხანს ? იმდენ ხანს , სანამ ცისანა აქ ჩამოვიდოდეს . - სვამდა კითხვებს და თვითონვე სცემდა პასუხებს . - მაინც რამდენ ხანი შეიძლება ველოდო ? რამდენიც საჭირო იქნება რომ მოიცვას ამან წლები , როგორ ავთვალო დღეები ? “ - ეს გაიფიქრა და ფეხზე წამოიჭრა , რადგან მიიღო გადაწყვეტილება : კედლის საათი ჩამოხსნა და უჯრაში შეინახა მას მიაყოლა თავის საწოლის პირდაპირ მდგარი მაღვიძარა და ხელიდან შეხსნილი საათიც შემდეგ კარადიდან საგულდაგულოდ შენახული შავი სქელი ფარდები გამოიღო ეს ფარდები მის ოჯახს მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა შეძენილი , - ღამით ფანჯრებზე აფარებდნენ , რათა შუქი არ გასულიყო და მტრის თვითმფრინავებს არ შეენიშნათ გარეთ დაღამებულიყო და მის დასაკიდად შესანიშნავი მომენტი იყო მარგომაც წყნარად და მშვიდად დაგმანა ფანჯრები ამ საქმეს რომ მორჩა , კედელზე შენიშნა კალენდარი და ისიც ჩამოხსნა ასეთი ქცევით , ის კავშირს წყვეტდა გარე სამყაროსთან მის გონებაში არ აითვლებოდა დღეები ამით შეიმოკლებდა შვილთან შეხვედრის დროს , რომელიც პრაქტიკულად გაჩერდებოდა კარებზე კაკუნი გაისმა და მარგო მის გასაღებად გაემართა - გამარჯობა , დეიდა მარგო ! მთელი დღე წასული ვიყავი და ვეღარ შემოგხედეთ ხომ არაფერი გინდათ ? - უთხრა გვერდით მცხოვრები ოჯახის რძალმა , რომელიც ხშირად შემოდიოდა მარგოსთან და ეხმარებოდა ყველაფერში - შემოდი , შვილო . - სახლში შეუძღვა მარგო . - ცისანას წერილი მივიღე , ისრაელში წასულა - როდის ? - გაიკვირვა მზიამ - რამდენიმე დღის წინ . - თქვა და კიდევ წამოაწვა ნაღველი , რომელიც ცოტა გაჭირვებით , მაგრამ კვლავ უკუაგდო - კი , მაგრამ , წასვლის წინ ... - ალბათ უნდოდა ეთქვა მზიას , ხომ უნდა ენახეთო , მაგრამ თავი შეიკავა და თვალები აქეთ - იქით ააფახულა თან შეეცადა , დამწუხრებული სახით , თანაეგრძნო ძვირფასი მეზობლისთვის - არაუშავს , რაც არის , ეგ არის როგორც თვითონ თვლიდა საჭიროდ , ისე მოიქცა მე ის გამიხარდება , რაც კარგად იქნება მისი საქმე - თქვა თითქმის უკვე გასალკლდევებულმა მარგომ - შენ ერთ რამეს გთხოვ , მზია - მეზობლის ქალებს გადაეცი , ნურავინ დამიძახებს აუხსენი ჩემი მდგომარეობა , ჯერ - ჯერობით არავინ მაინტერესებს ნელის დაუკავშირდი , ჩემს ძმიშვილს , ის მომხედავს ერთი სათხოვარი მაქვს კიდევ , თუ ცუდად გავხდი ღამით , კედელზე მოგიკაკუნებ - როგორ გეკადრებათ , დეიდა მარგო , მე ყველანაირად მოგხედავთ თუ ცუდად იგრძნობთ თავს , თქვენთან დავრჩები ღამით ნუ გეშინიათ , ყველაფერი კარგად იქნება ცისანა ალბათ მალე დაბრუნდება - არა , ცისანა აქეთ ვეღარ ჩამოვა ის უკვე ისრაელის მოქალაქეა ჩვენი კანონები ცოტა მკაცრად უდგება ამ საკითხს - დეიდა მარგო , მე მგონი , მალე შეიცვლება კანონები ხომ გახსოვთ , რამდენიმე წლის წინ იქ გადასვლაც არ შეიძლებოდა დღეს სხვაგვარადაა - ვნახოთ . - შედარებით იმედიანი სახით აიჩეჩა მარგომ მხრები - კარგით , აბა , ახლა უკვე გვიანია თუ რამე დაგჭირდეთ , დამიკაკუნეთ , არ მოგერიდოთ რა დროც არ უნდა იყოს , მე თქვენს გვერდით ვარ ! - უთხრა მზიამ და მშვიდობიანი ღამე უსურვა მეზობელს გათენდა ჭადრის ფოთლებიდან გამონათებულმა მზის სხივებმა , მარგოს კორპუსს ათინათივით აასხა შუქ - ჩრდილები ამის ფონზე , დილით გამოსულმა რამდენიმე ინტერესიანმა ქალმა იოლად შეამჩნია პირველ სართულზე შავად დაბურული ფანჯრები ეს ფანჯრები იმავე საღამოს , ეზოში შეკრებილი ჭორიკანა მეზობლების სალაპარაკო თემად იქცა - რას ჩამოუბნელებია , ჭკუაზე ხომ არ გადაცდა ?! - დაიწყო ერთმა , რომელიც ჭორაობის ნიჭთან ერთად , ბოროტი ბუნებითაც უხვად იყო დაჯილდოებული - აბა , რა გითხრა , რას გაიგებ მაგისას ?! ხომ იცით , თავისებური ქალია . - თქვა მეორემ , რომელიც ყოველთვის ნეიტრალური პოზიციით გამოირჩეოდა , თავის ცბიერი ხასითიდან გამომდინარე - ქალებო , - შემოუერთდათ ` ინფჭორბიუროდ ~ წოდებული ციალა . - იცით რაში ყოფილა საქმე ? მზიამ მითხრა , გოგო წასვლია ისრაელში - ცისანაა ? - თითქმის ერთხმად წარმოთქვა სამმა ქალმა - ჰო . - განაგრძო ციალამ . - ისე წავიდა , არც დაემშვიდობა ესე როგორ შეიძლება , ცოდო არ არის ეს უბედური ?! - ხელი გაიშვირა მარგოს ფანჯრისკენ და თან თვალი გააპარა , შიგნიდან ხომ არ მიყურებს მარგოო როცა დარწმუნდა , რომ შუშებზე შავი ფარდა მთლიანად იყო გადაფარებული , ისევ ქალებს მოუტრიალდა . - ალბათ , შვილს გლოვობს - რას ამბობ , ქალო ?! როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანის გლოვა და ისიც შვილისა ?! რეებს ლაპარაკობ ! - ხმა ამოიღო შედარებით პატიოსანმა მოლაყბე თინამ ამ საუბარში , თავს წამოადგათ იმავე ეზოში მცხოვრები ლავრენტი , რომელიც გაზეთ ` კომუნისტის ~ საკუთარ კორესპოდენტად მუშაობდა და რომელსაც ხშირად , ამათგან გაგონილი და მოგონილი ინფორმაცია , ცხადად უქცევია გაზეთის ფურცლებზე - მივესალმები , ჩვენი ქალაქის საინფორმაციო სამსახურის ღირსეულ თანამშრომლებს ! - მდაბლად დაუკრა თავი ლავრენტიმ ქალებს - ლავრენტის გაუმარჯოს ! - გამოეხმაურა ციალა ქალებმაც დაუკრეს თავი - აბა , არწივებო , ქორებო , შევარდენებო , თქვენ ხომ ყველაფერს ხედავთ ამ ქვეყანაზე ! ახალი ხომ არაფერია ? - უთხრა მათ ლავრენტიმ და ამ სიტყვების წარმოთქმისას წელში ოდნავ მოიხარა , კისერი მათკენ წასწია და წარბები მაღლა აქაჩა - მარგოს ქალი წასვლია ისრაელში , ისე , რომ დედას არ დაემშვიდობა რაღაცაში უნდა იყოს აქ საქმე . - დაასკვნა ციალამ . - ამას კიდევ , შავი ფარდები ჩამოუფარებია ფანჯრებზე . - თქვა და თვალებით მიანიშნა ლავრენტის - რას ლაპარაკობთ ?! - ტუჩები აპრანჭა კორესპოდენტმა და თვალი შეავლო მისგან ოდნავ ზევით მდებარე პირველ სართულს შემდეგ , ქალებს სათითაოდ , დაკვირევებით გადახედა და უთხრა : - თქვენ რას ფიქრობთ , რაში უნდა იყოს საქმე ? - იქნებ ძალადაც წაიყვანეს , ან აიძულეს ?! ამ ქვეყნისას რას გაიგებ ?! თუ არა და , შენ არ ბრძანდები ამათი წარმომადგენელი ?! შენ უკეთ იცი ყველაფერი ! - აქაც ყველას დაასწრო ციალამ - ოოო ... აქ ცოტა სერიოზულად უნდა იყოს საქმე . - თავი გააქნია ლავრენტიმ და სადარბაზოსკენ გასწია ერთი კვირის შემდეგ , ლავრენტის სტატიამ ცისანას წასვლასთან დაკავშირებით , გაზეთ ` კომუნისტში ~ უზარმაზარი ადგილი მოიცვა ის წერდა თავისი ერთუჯრედგანვითარებული გონებით ინტერპრეტირებულ , ჭორის დონეზე გაგონილ სისულელეს და ამბობდა , რომ ცისანა ქმარმა დანის მუქარით წაიყვანა ისრაელშიო ამის ნიშნად კი ასახელებდა დედასთან გამოუმშვიდობებლობას შემდეგ , ბატონი ლავრენტი , საკუთარი წარმოდგენით აღწერდა ისრაელის მაშინდელ მდგომარეობას და ამბობდა , რომ აქედან ჩასულები კარვებში ცხოვრობენ და დაბომბვის დროს ერთი ადგილიდან , მეორე ადგილზე გარბიანო ამავე დროს , არ აქვთ წამლები , საკვები და წყალიო ახლა , მარგოს ბედზეც დააფიქრა ქვეყანა - საცოდავი დედაო თითქოს დიდი ჯავრი ჰქონდა მისი ერთი სიტყვით , სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა დაამხო და ცხარე ცრემლით ატირა ერთ საღამოს , სამსახურიდან დაბრუნებულმა მზიამ , თავიანთი ყუთიდან გაზეთების აღების შემდეგ , მარგოს გაზეთებიც ამოიღო და კარებზე დაუკაკუნა - დეიდა მარგო , გაზეთები გამომართვით ! სხვა ხომ არაფერი გჭირდებათ ? ტანსაცმელს გამოვიცვლი და გამოვალ მარგომ გაზეთები გამოართვა და სულ რაღაც ნახევარ საათში , სანამ მზია საშინაო ფორმას ჩაიცვამდა და მოწესრიგდებოდა , კედელზე მიაკაკუნა ლავრენტის სტატიის წაკითხვისას , გული გაუხდა ცუდად და სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა კარდიოგარამის გადაღების შემდეგ , ექიმებმა მას მიკროინფარქტი დაუდგინეს და წოლითი რეჟიმი დაუწესეს ორი კვირის განმავლობაში , სანამ ცოტა არ გამოკეთდა , მზია და თავისი ძმისშვილი ნელი , გვერდიდან არ მოშორებიან ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და როგორც შეეძლოთ , უმტკიცებდნენ , რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო მარგოს თავადაც უნდოდა , რომ არ ერწმუნა , მაგრამ საბჭოთა იდეოლოგიით აღზრდილი რობოტ - ლავრენტის სიტყვები , მაინც ტვინს უბურღავდა ასე გავიდა სამი თვე და ცისანას წერილიც მოვიდა სურათებთან ერთად ის დედას ეფერებოდა , ესიყვარულებოდა და ბოდიშს უხდიდა ყველაფრისთვის ამავე დროს , ჰპირდებოდა , რომ პირველივე შესაძლებლობისას , როგორც კი მიიღებდა საბჭოთა კავშირში სტუმრად ჩამოსვლის უფლებას , მასთან გამოეშურებოდა და თავისთან წაიყვანდა სურათებში ცისანა მეუღლესთან ერთადაც იყო და ცალკეც ისინი კარგ სახლთან იდგნენ და წერდნენ , რომ ჩვენი სახლიაო ასევე , კარგ მანქანასთან იყვნენ გადაღებული მარგოს ქალიშვილი შესანიშნავ ტანსაცმელში და ძვირფას სამკაულებში იყო გამოწყობილი დედა , რა თქმა უნდა , დიდად გაახარა ამ სურათებმა და წერილმა - გახალისდა და წინანდელთან განსხვავებით , სულ კარგ გუნებაზე იყო როცა მზიამ უთხრა , მეზობლებს ცისანას სურათებს დავათვალიერებინებო , მაშინვე დათანხმდა , მაგრამ რა იცოდა , რომ ეს სურათები , ლავრენტის ახალი შთაგონების წყაროდ გადაიქცეოდა მისი ფანტაზია კი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა ის ამტკიცებდა , რომ აქედან ჩასული ებრაელები , ტანსაცმელს და სამკაულებს თხოულობენ ასე იღებენ სურათებს სხვის სახლებთან და მანქანებთან ეს არის ისრაელის პოლიტიკა , რომ აქედან რაც შეიძლება მეტი ხალხი წავიდეს სინამდვილეში კი იქ ათეულებით ადამიანი კვდება ომის შედეგად და ღია ცის ქვეშ ათენებ - აღამებენო მისმა ასეთმა მოსაზრებამაც გამოიღო შედეგი და მარგოს მეორე ინფარქტი მიაღებინა ამ წამება - წვალებაში გავიდა ერთი წელიწადი ამ ხნის განმავლობაში ცისანასგან წერილებიც მოდიოდა და სურათებიც , მაგრამ დედისთვის თითქოს დიდ შეღავათს აღარ წარმოადგენდა ერთი ის იყო , რომ შვილის სურათები მაგიდაზე ჰქონდა გაშლილი და დღე და ღამე მას დასცქეროდა მისი ცხოვრება დაემსგავსა უფერულ სიზმარს , რომელსაც ბოლო აღარ უჩანდა , მაგრამ ერთმა პატარა შემთხვევამ , ის კვლავ დააკავშირა გარე სამყაროს * * * ზაფხულის ცხელი დღე იყო სუნთქვა გარეთაც ჭირდა , არა თუ სახლში ეზოში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ ეს იყო ჩვეულებრივი საღამო , თუ არ ჩავთვლით იმას , რომ ხმაური მარგოს ფანჯრების სიახლოვეს ისმოდა არა და , თითოეულმა ბავშვმა მშობლებისაგან იცოდა , რომ იმ ფანჯრებთან ბურთი არ უნდა ეთამაშათ , რათა არ შეეწუხებინათ ავადმყოფი დეიდა მარგო ზოგიერთი მშობელი შვილს აშინებდა და ეუბნებოდა , რომ იმ სახლში ძალიან ბრაზიანი ქალი ცხოვრობდა ასე დააშინეს ერთ - ერთი ბიჭი , რომელიც ინტერნატიდან მხოლოდ არდადეგებზე ჩამოჰყავდათ ეს იყო თერთმეტი წლის გიორგი , რომელმაც არ იცოდა იმ შავი ფარდების იქით რა ხდებოდა და ყოველთვის შიშით და ინტერესით შესცქეროდა იმ ბინას და აი , დადგა დრო , როდესაც მას უნდა ენახა , თუ ვინ ცხოვრობდა იქ მისმა უხერხულად მოქნეულმა ფეხმა , ბურთი არასასურველი მიმართულებით გაგზავნა და შუშაც ჩაამტვრია სავარძელში მჯდარი , ჩაფიქრებული მარგო , ფეხზე წამოიჭრა , ლოჯიისკენ გამოემართა და ჩატეხილ შუშასთან ფარდა ერთიანად გადასწია იქვე მდგარი გიორგი , რომელიც თავის ნამოქმედარს აბუზული შეჰყურებდა , შუბლშეკრული და მკაცრი ქალის დანახვაზე შეკრთა და ორი ნაბიჯით უკან დაიწია - დეიდა მარგო , ეს ჩვენ არ გვიქნია , აი , ამან გააკეთა ! - უთხრა ზურამ , რომელიც ენატანიობით გამოირჩეოდა - ეს ვინ არის ? - იკითხა მარგომ და თან შეშინებული ყმაწვილი შეათვალიერა - ქვევით კორპუსში ცხოვრობს . - აქტიურობდა ისევ ზურა . - ინტერნატის ბავშვია , ზაფხულის არდადეგებზე ჩამოდის ხოლმე - ამიტომაც არ ვიცნობ . - თქვა მარგომ და უკვე სინანულით შეხედა ბიჭს , რომელიც მას შესცქეროდა და ელოდა , თუ რა განაჩენს გამოუტანდა . - რა გქვია ? - გიორგი . - უპასუხა საწყალი თვალებით ბავშვმა მარგომ შეამჩნია , რომ გიორგის თანატოლებისგან ორი რამ განასხვავებდა : ერთი ის , რომ მას ეცვა ძველი , მიკერებულ - მოკერებული ტანსაცმელი და დაგლეჯილი ფეხსაცმელები , ხოლო მეორე - არ ჰქონდა სითამამე , რომელიც სახლის ბავშვებისთვის უცხო სულაც არ არის ამის შემხედვარემ , შეეცადა სახეზე დაეფარა სინანულის გრძნობა და ღიმილით მიმართა : - გიორგი , გინდა გაპატიო ? - დიახ ! - უპასუხა გამოცოცხლებულმა ბიჭმა - პურს თუ მომიტან მაღაზიიდან , გაპატიებ . - უთხრა უფრო გაღიმებული სახით მარგომ - მოგიტანთ ! - მიმართა თვალებგაცისკროვნებულმა ბავშვმა და თან მის გვერდით მდგარ გაოგნებულ ზურას გადახედა მარგო ოთახში შებრუნდა და ფული გამოიტანა - აი , გიორგი , ეს ორმოცდაათკაპიკიანია . - ჩამოაწოდა . - მიყიდი ერთ პურს და ხურდას დაგიბრუნებს ოც კაპიკს შენ კი , - მიმართა პირდაბჩენილ ზურას . - გაიქეცი მეშუშე სოსოსთან და უთხარი , აქ მოვიდეს ! გიორგი სირბილით დაბრუნდა , რამდენიმე კიბეც აირბინა და კარებზე მოკრძალებით დააკაკუნა კარები უკვე არასაშიშმა , კეთილმა ქალბატონმა გაუღო - მოდი , შვილო ! - აი , პური და ხურდა ! - გიორგიმ ორი ხელით გაუწოდა , თითქოს ეუხერხულა შიგნით შესვლა - მოდი , შვილო ! მე დეიდა მარგო ვარ , შემოდი , შემოდი ! - და ხელზე ფრთხილად მოკიდა ხელი . - აი , აქ ჩამოჯექი . - მარგომ პური გამოართვა და მაგიდაზე დადო . - ეგ ხურდა შენი იყოს , ნაყინს იყიდი - არა , არა ... - უხერხულად დახარა თავი ბიჭმა და ოცკაპიკიანი იქვე , მაგიდაზე დადო - აბა , რამე რომ დამჭირდეს , აღარ დაგიძახო ?! - როგორ არა , როცა გინდათ , დამიძახეთ და გაგეგზავნებით ყველგან - კარგი , მაშინ ახლა ეს ფული გამომართვი და სხვა დროს ისე მომიტანე ხოლმე ხომ ? - გიორგი უხერხულად შეიშმუშნა , ხოლო მარგომ ხალათის ჯიბეში ჩაუდო ფული . - შენი მშობლები ვინ არიან ? - უთხრა , რადგან მისთვის უხერხულობა მოეხსნა - მამა არ მყავს , დედას თამარი ჰქვია . - თავი დახარა ბავშვმა მარგომ მისი თავდახრით ისარგებლა და კარგად დაუთვალიერა დაკემსილ - დაკერებული შარვალი და დახეული ფეხსაცმელი - დედა მუშაობს ? - კი , ხან ღამის ცვლაშიც უწევს ხოლმე მუშაობა - და , შენ მარტო ხარ ამ დროს ? - დიახ მარგო რამდენიმე წამს ჩაფიქრდა ამით ისარგებლა ბიჭმა და შემოსვლის დროს დანახული , მაგიდაზე მდგარი ლარნაკისკენ გააპარა თვალი , რომელშიც ბევრი შოკოლადის კანფეტი იყო მას შოკოლადის გემო მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გასინჯული ინტერნატში წელიწადში ოთხჯერ აძლევდნენ მურაბიან კანფეტს და ისიც ორ - ორ ცალს : ეს იყო შვიდი ნოემბერი - რევოლუციის დღესასწაული ; ოცდახუთი თებერვალი - საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოჭრის თარიღი ; ოცდაორი აპრილი - ლენინის დაბადების დღე და პირველი მაისი - მშრომელთა დღესასწაული თუ არ ჩავთვლით ახალ წელს , როცა ბავშვების უმრავლესობას გამოუჩნდებოდა ხოლმე პატრონი და სახლებში მიჰყავდათ გიორგის ასეთი ბედნიერება ერთხელ დაუდგა და სწორედ მაშინ შეიგრძნო ეს გემო ამიტომ უყურებდა იმ ლარნაკში ჩაყრილ შოკოლადს და ფიქრობდა , ამდენი შოკოლადი რომ მისი ყოფილიყო , მასზე ბედნიერი დედამიწაზე არავინ იქნებოდა მარგოს ფიქრი და გიორგის ოცნება , ერთ წუთსაც არ გაგრძელებულა ქალი წამოდგა , კარადა გამოხსნა და იქიდან ქაღალდის პარკი გამოიღო „რისთვის უნდა ეს პარკი ? ნეტავ ცოტაოდენი შოკოლადი ჩამიყაროს ~. - გაიფიქრა გიორგიმ და სინანული აღებეჭდა სახეზე , როცა მარგო სამზარეულოში გავიდა იქიდან თითქმის სავსე პარკით დაბრუნდა , შიგ ჩაელაგებინა ვაშლები , მსხლები და სხვადასხვა ხილი - აი , შვილო , - მიმართა გიორგის , რომელიც შოკოლადზე ფიქრისგან ჯერაც არ გამორკვეულიყო . - ეს სახლში წაიღე დედიკო შინ არის ? - უთხრა მარგომ და მაგიდიდან აღებული შოკოლადით სავსე ლარნაკი პარკში ჩააპირქვავა გიორგიმ ძლივს შეიკავა თავი უდიდესი სიხარულის გამო შეკივლებისაგან იმ წუთში მასზე ბედნიერი არ მოიპოვებოდა მსოფლიოს ბავშვთა შორის არავინ მარგომ , როცა გიორგი სახლიდან გამოაცილა , მზიას მიუკაკუნა , რომელიც უმალ გამოვიდა - მზია , შვილო , იქნებ გახვიდე სპორტულ მაღაზიაში და ჟორას სთხოვო , რომ ცოტა ხანს ჩემთან გამოვიდეს - ახლავე , დეიდა მარგო ! - უთხრა მზიამ და კიბეებზე ჩაირბინა სპორტულ მაღაზიას მათ სადარბაზოსთან ერთი კედელი ყოფდა , ხოლო საწყობი მათი , ამავე სადარბაზოს სარდაფში იყო განთავსებული ჟორა მაღაზიის დირექტორი გახლდათ მას ყველა პატივს სცემდა , როგორც პატიოსან და წესიერ ახალგაზრდა კაცს ხუთიოდე წუთის შემდეგ მზიამ კარები შეაღო - დეიდა მარგო , აი , ჟორა მოვიყვანე ! - შემოდით ! - მოისმა ოთახიდან - როგორ ბრძანდებით , ქალბატონო მარგო ! - უთხრა კაცმა , რომელსაც ერთი წელია თვალი არ დაუკრავს მისთვის და ცოტა ეჭვის თვალითაც კი შეხედა , რომ იცოდა მისი მდგომარეობა მარგოს ოდნავ გაეღიმა , მისი დაკვირვებული მზერა რომ დაიჭირა - დაბრძანდი , ჟორა ! ბოდიში , რომ თავად ვერ გამოვედი - როგორ გეკადრებათ , ქალბატონო მარგო , მე თქვენს სამსახურში ვარ , თუკი რამე შემიძლია - დეიდა მარგო , მე გჭირდებით რამეში ? - მოწიწებით თქვა მზიამ - არა , არა , დიდი მადლობა თუ საქმე გაქვს , მიხედე და მერე გამოდი მზია გავიდა , ჟორა კი გაფაციცებით შეჰყურებდა მარგოს - ჟორა , ერთი რამ მინდა გთხოვო - დიახ , გისმენთ , ქალბატონო მარგო ! - ამ ეზოში , ქვედა კორპუსში , ცხოვრობს ერთი პატარა ბიჭუნა , რომელიც ინტერნატშია მიბარებული მამა არ ჰყავს ეს ბავშვი მხოლოდ ზაფხულის არდადეგებზე ჩამოჰყავთ , დანარჩენი დრო სულ იქ არის მე არ ვიცი , შეგიმჩნევია თუ არა , როგორი ჩაცმული დადის , მაგრამ მინდა გთხოვო ერთი რამ სკოლაში მისვლამდე ერთი თვეც აღარ დარჩა შენ რომ მოგდის საქონელი - კედები და პატარ - პატარა რაღაცები , მანქანიდან პირდაპირ კიბეებზე რომ ყრით ხოლმე ეგ ხომ მძიმე სამუშაო არ არის და იქნებ ერთი მუშის მაგივრად ის ბიჭი ამუშაო ?! ეგეც არ იყოს , საწყობიდანაც ხომ გაქვს ხოლმე მაღაზიაში ამოსატანი საქონელი ძალიან ცოცხალი ბავშვია , მაგრამ მძიმე საქმეს ნუ დაავალებ , ცოდვაა სწავლის დაწყებამდე ცოტა ფულს მაინც მისცემდი , გამოადგებოდა რამეში ახლა კი მისმინე : ბავშვს გიორგი ჰქვია და არის ათი - თერთმეტი წლის შენ დააძახებინე რომელიმეს და დაელაპარაკე მუშაობის თაობაზე უთხარი , რომ მსუბუქ სამუშაოს სთავაზობ და ამასთან , კარგ გასამრჯელოს მანამდე კი მითხარი , რამე თუ გაქვს მისი ზომა : შარვალი , პერანგი , მაისური , სპორტული ფეხსაცმელი - თითქმის ყველაფერი მაქვს , ქალბატონო მარგო , და ყველა ზომის - დაახლოებით რა ფასები აქვს ამ ყველაფერს ? თუ მეტყვი , კარგი იქნება - შარვლები მაქვს შვიდმანეთიანი , კარგი ხარისხის ჯინსის შარვლები . ` ბოტასებიც ~ მაქვს და ღირს ათი მანეთი . ` მაიკებიც ~ მაქვს და ` საროჩკებიც ~. ეგენი ორი - სამი მანეთის ფარგლებში კედებიც მაქვს ჩინური , ოთხმანეთიანი - გასაგებია ყველაფერი ესე იგი , როგორც მე მოვთვალე , ოცდახუთი მანეთი ამ ყველაფრისთვის საკმარისია - ასე გამოდის . - თავი დაიქნია ჟორამ - მაშინ , - განაგრძო მარგომ . - ახლა მე მოგცემ ამ ფულს და როცა მას სამუშაოდ დაითანხმებ და ამ ყველაფერს შესთავაზებ , ეტყვი , რომ თუ გნებავს ნელ - ნელა გამოგიქვითავ მუშაობაში - თქო შენ პატიოსნად გადაუხდი და რა იცის მან , გაუქვითავ თუ არა აი , ეს ფულიც . - კარადის უჯრიდან ამოღებული ფული ჟორას წინ დაუდო . - ის აუცილებლად დაგთანხმდება ტანსაცმელზე , რადგან მას არაფერი აქვს ამიტომ იმუშავებს კიდევ ერთხელ გთხოვ , მძიმე სამუშაოს ნუ დაავალებ ხანდახან მეც დაგაკონტროლებთ ხოლმე , თუ ამის ნებას მომცემ . - ღიმილით უთხრა მარგომ - ქალბატონო მარგო , - ელოდა ჟორა , როდის დაამთავრებდა ქალი სიტყვას და ასევე , ღიმილიანი სახით მიმართა : - თქვენ ისეთი რამ მითხარით , მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს , თქვენგან ეს ფული ავიღო რაც შეეხება თქვენს თხოვნას , ყველაფერს გავაკეთებ ისე , რომ თქვენც მადლიერი დარჩეთ და ის ბიჭუნაც - როგორ გეკადრება , ჟორა ! მე ჩემს წილ სიკეთეს ვაკეთებ და თუ შენც ამასვე ფიქრობ , შენ შენი გააკეთე , მაგას რა ჯობია ! აიღე ეგ ფული ! - ძალად მიაჩეჩა . - კიდევ მაქვს ბოლო თხოვნა : ამის შესახებ არავინ არასოდეს არაფერი გაიგოს , მითუმეტეს , გიორგიმ - კარგით , გასაგებია , ქალბატონო მარგო გპირდებით , რომ ყველაფერი ისე იქნება , როგორც თქვენ გსურთ გეტყვით იმასაც , რომ აქედან მივდივარ დიდად ნასიამოვნები და გაოცებული ამავე დროს , სიკეთის ქმნისთვის ათასჯერ მომზადებული კარგად ბრძანდებოდეთ ! გისურვებთ ბედნიერებას და ცისანასთან მალე შეხვედრას ! თუ რამე დაგჭირდებათ , მე აგერ ვარ ! მარგომაც გადაუხადა მადლობა და დაემშვიდობა ჟორამ , გასვლისთანავე დააძახებინა ბიჭებს გიორგისთვის და სამსახურზე მაშინვე დაითანხმა ხოლო , როცა არამარტო მარგოს ანგარიშში , არამედ , ერთი იმდენი , თავის მხრივ , ტანსაცმლის სახით რომ მისცა , ბავშვი გაოგნებული იყო , რადგან ჯერ არ განელებოდა შოკოლადით მიღებული სიხარული ის მხოლოდ იმას ფიქრობდა , ასეთი კეთილი ადამიანები , ასე ერთიანად როგორ გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაშიო ეს ბედნიერი დღეები , ერთ დილით მეზობლის ქალმა ჩაუმწარა ის ყვიროდა გიორგის დედის სახელს და , როცა გიორგიმ გახედა , დაუყვირა , ჩამოეთრიე დაბლაო ბავშვმა ერთი კი ამოილუღლუღა : - რა გნებავთ ? - ჩამოდი და გაიგებ ! ვითომ არ იცი , ისე მოგაქვს თავი ! სად არის დედაშენი ? დაყრიან უპატრონოდ და დაანებებენ თავს ! იხალოს სხვამ თავში ქვა ! - დედა არ არის სახლში რა გნებავთ , დეიდა ? - სცადა გარკვეულიყო , თუ რა უნდოდა ქალს - ჩამოდი დაბლა და გაიგებ ! ჩამოდი , განა შეგჭამ ! გიორგი ლასლასით ჩავიდა ეზოში , თან აქეთ - იქით იყურებოდა , რცხვენოდა შეკრებილი ხალხის ქალმა ჩანთა გადასწია და შიგ მკვდარი ქათამი დაანახა - ეხლა ეს ქათამი ამოიღე , წაიღე სახლში და დედაშენი რომ მოვა , უთხარი , ამის ბადალი საიდანაც უნდა , იქიდან მომიყვანოს ! - ეს მკვდარი ქათამი რად გვინდა ? - გაოცებულმა ახედა გაწიწმატებულ ქალს - ქვას რომ ესროდი , რატომ მაშინ არ ფიქრობდი ?! - რას ლაპარაკობთ , რა ქვას , მთელი დღე მაღაზიაში ვიყავი გარეთ არც გავსულვარ - გონს მოეგო გიორგი . - ვინ გითხრათ ჩემზე ? ტყუილია ! - ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი და ის გააკეთე , რასაც გეუბნები , თორემ ახლავე წაგათრევ მილიციაში და ნახავ მერე სეირს ! - არ ცხრებოდა ქალი გიორგის ცრემლი მოადგა ქალები კი აყაყანდნენ : - ნეტავ არდადეგებზე რაღას მოათრევს იმ ინტერნატიდან ეგდოს იქ , ქათმებს მაინც აღარ დაუხოცავს ვინმეს . - თქვა ერთმა , რომელსაც უმალვე აჰყვა მეორე : - ცოდვის სახილებლად დააჩენენ ამ შვილებს იმიტომ არის ქვეყანაზე ამდენი ბანდიტი და ყაჩაღი , ასე რომ არიან ბავშვობიდან უპატრონოდ დაყრილები მარგომ ყველაფერი კარგად გაიგო და გარეთ რომ გამოვიდა , მთელი ქალების ყურადღება იქით მიიქცია , თვით ქათმის პატრონისაც კი , რადგან მისთვის წელიწადია თვალი არავის მოუკრავს ის თავის საქათმისკენ გაემართა , სადაც ჯიშიანი დედლები ჰყავდა გამოზრდილი ამ ერთი წლის განმავლობაში , ნელი და მზია უვლიდნენ მათ იქიდან უშველებელი დედალი გამოიყვანა და შეჯგუფებული ქალებისკენ წამოვიდა ეს მოხდა ძალიან სწრაფად მანამ , სანამ ვინმე ხმას ამოიღებდა , მარგო პირდაპირ იმ ქალს მიეჭრა და გაცეცხლებული სახით მიმართა : - მომეცი შენი ქათამი ! ქალმა ვერ გაიგო , რა უნდოდა მას - მომეცი - მეთქი შენი მკვდარი ქათამი ! - უთხრა და ჩანთაზე წაატანა ხელი ხალხი გაისუსა ქალმა იძულებით გადახსნა ჩანთა მარგომ მკვდარი ქათამი ამოიღო და თავისი უზარმაზარი ცოცხალი დედალი შიგ ჩაუსვა - ამ წიწილში , - თითქმის თვალებთან მიუტანა ხუთი წუთის წინ გამგელებულ ქალს . - დედალს გაძლევ ! ოღონდაც აქედან პირუჩუმრად წადი და იცოდე , ეს ბავშვი არ არის ამ ქათმის მომკვლელი - მაშ...... - სცადა რაღაცის თქმა ქათმის პატრონმა - არავითარი მაშ ! - უყვირა მარგომ და ახლა იქ შეკრებილ ქალებს მიუბრუნდა . - თქვენ რაღას დამდგარხართ ამხელა ქალები და შეჰყურებთ სეირს ?! თან როგორ გზიზღებიათ ეს ბავშვი სუყველას ! - ჩვენ რა შუაში ვართ , მარგო ?! - გაბედა ერთმა თავის გამართლება - ჩვენ შემთხვევით შევესწარით ამას ! - ხო , შემთხვევით შეესწარით და თან დაამტკიცეთ , რომ ეს არის ამ საქმის ჩამდენი , არა ?! რატომ ეს და რატომ თქვენი შვილები არა ?! ოხ , დედა ენაცვალოთ ! ეს უპატრონოა და ყველა უბედურება მარტო მან შეიძლება ჩაიდინოს , არა ?! მე ვამბობ ყველას გასაგონად : - თითი ასწია მაღლა . - დღეიდან მე ვარ ამ ბავშვის პატრონი და ნეტავ არ მინდა , ვინმემ უბატონოდ ხმა გასცეს ! მარგო მიბრუნდა და იქვე ახლოს ნაგვის ბუნკერთან მივიდა მკვდარი ქათამი შიგ ჩაახეთქა და თავის სადარბაზოსკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა ხალხი ცოტა ხანს კიდევ იდგა გამტკნარებული , მერე ყველა თავ - თავის გზას გაუყვა გიორგის ცხოვრებაში და ცნობიერებაში კი ეს მომენტი , დაუვიწყარ მომენტთა შორის , ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება , რადგან მან გაუღვივა მამაკაცში ყველაზე გამორჩეული გრძნობა - სიმამაცე ამასთან ერთად , დეიდა მარგომ , მის სულში აღმოაცენა ადამიანისთვის საუკეთესო რამ - სიკეთის შეგრძნება ეს დღე გიორგის აღარასოდეს დაავიწყდება * * * გავიდა დაახლოებით ერთი თვე და დადგა ბავშვების სკოლაში გასამგზავრებელი დრო არდადეგების პერიოდს ისინი ყოველთვის ხალისიანად ატარებენ - სამეცადინო არ აქვთ , ბურთს თამაშობენ და თავისუფლად გრძნობენ თავს , მაგრამ დგება მომენტი , როდესაც რეჟიმში უნდა ჩადგნენ სხვა სკოლებთან შედარებით , ინტერნატი განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვს , რადგან იქ თავისუფლება მთლიანად შეზღუდულია ამიტომ , არდადეგების დამთავრებას , სახლის ბავშვებისგან განსხვავებით , გიორგი ყოველთვის გაცილებით მეტი მწუხარებით გამოხატავდა დღეს ეს მის სახეზე საერთოდ არ შეინიშნება , პირიქით , ის აღფრთოვანებულია იმით , რომ სკოლაში მიდის ამის მიზეზი არის თავისი შრომით შეძენილი ნივთები , რომლებიც , ერთი სული აქვს , თავის კლასელებს და მასწავლებლებს აჩვენოს მან იცის , რამდენი ბავშვი უნდა დარჩენილიყო მისი კლასიდან ამ ზაფხულს სკოლაში და ვის არ წაიყვანდნენ სახლში თითოეული მათგანისთვის , პატარ - პატარა პარკებში , საკუთარი ფულით ნაყიდი კანფეტები გამოკრა ასე იზრუნა დაჩაგრულ მეგობრებზე და კიდევ ამისთვისაც მიუხარია იქ მანამდე კი , უნდა დაემშვიდობოს დეიდა მარგოს და ბიძია ჟორას , რომელთა გახსენებაც , ცხოვრების მანძილზე - ბავშვობის მონატრებას , სიხარულს და სიყვარულს აღუძრავს გიორგიმ სპორტული მაღაზიის დირექტორის კაბინეტის კარზე დააკაკუნა - მობრძანდით ! - მოისმა შიგნიდან ჟორას ხმა - გამარჯობა , ჟორა ბიძია ! - კარები შეაღო გიორგიმ დირექტორი რაღაცას წერდა ბავშვის დანახვისთანავე კალამი გვერდით გადადო და ფეხზე წამოდგა - მოდი , გიორგი , შემოდი ! - ჟორა ბიძია , ხვალ სკოლაში მივდივარ და ალბათ ერთი წელი ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს გამოსამშვიდობებლად მოვედი და მინდა მადლობაც გითხრათ ყველაფრისთვის ჟორას უეცარი ნაღველი მოაწვა ყელში , რამაც კინაღამ ცრემლი მოადინა , მაგრამ თავს მოერია - გიორგი , ჩამოჯექი ! - მხარზე ხელი მოხვია და ისე მიიყვანა სკამთან თვითონ მის მოპირდაპირედ დაჯდა - მაშ , ასე,... - თქვა და ხელის თითები გადააჯვარედინა ერთმანეთს - მე შენი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ შენთან განშორებას გამყიდველი გოგონებიც ძალიან განიცდიან , მაგრამ რას ვიზამთ , სწავლას თავისი ადგილი აქვს , შრომას - თავისი ერთი წელიც უცბად გაირბენს და ისევ ჩვენთან იქნები მანამდე კი , - წამოდგა ჟორა და იქვე მდგარი კარადის უჯრა გამოხსნა , საიდანაც შავწარწერებიან ცელოფანში შეფუთული რაღაც გამოიღო . - გადავწყვიტეთ , რომ აი , ეს ადიდასის ფირმის სპორტული ტანსაცმელი გაჩუქოთ , რაც უთუოდ გამოგადგება სპორტულ ღონისძიებებში გიორგიმ მაგიდაზე დადებულ ძვირფას ტანსაცმელს დახედა და სიხარულისგან გამოწვეული ღიმილი ვეღარ დაფარა წამოდგა , აცმუკდა , თავი ვეღარ შეიკავა ამ ერთი თვის განმავლობაში ის განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობდა და ასეთი მოულოდნელი ცვლილების აღქმის უნარი კი , მის პატარა გონებაში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო ამიტომ , არ იცოდა , როგორ გამოეხატა , ან როგორ დაეფარა რამე - დიდი მადლობა , ჟორა ბიძია . - კვლავ იღიმოდა გიორგი - აბა , ეს დამიჭირე და ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს შემდეგ გოგონებს დავემშვიდობოთ და ერთი წელიც მალე გაირბენს გიორგი გოგონებსაც დაემშვიდობა მათ სათითაოდ აკოცეს თავიანთ პატარა „თანამშრომელს“ და ბედნიერება უსურვეს იქიდან გამოსულმა , მარგოს მიუკაკუნა - დეიდა მარგო , ჟორა ბიძიას მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე თქვენთანაც ამისათვის მოვედი - მოდი , შვილო , გელოდებოდი . - ღიმილიანი სახით უთხრა მარგომ და კარი უფრო ფართოდ გამოხსნა . - აბა , როგორი კმაყოფილი ხარ გატარებული არდადეგებით და მუშაობით ? - ჰკითხა , როდესაც ოთახში ჩამოსხდნენ - ძალიან გახარებული ვარ ახლა ისეთი რაღაცები მაქვს და იმდენი , ამაზე მხოლოდ ვოცნებობდი და თან ვფიქრობდი , რომ არასოდეს მექნებოდა მარგომ თავი დაბლა დახარა ქალურმა სისუსტემ , ჟორასაგან განსხვავებით , ვერ გაუძლო მოწოლილ ცრემლს და თვალები შეუსველდა ეს რომ გიორგისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო , წამოდგა და კარადასთან მივიდა ცოტა ხნის შემდეგ იქიდან პატარა კოლოფი გამოიღო და ისევ ჩამოჯდა - ეს პატარა საჩუქარი , ვფიქრობ , გამოგადგება . - მარგომ კოლოფს თავი მოხადა და გიორგის მზერაც მასში აბრჭყვიალებულმა ულამაზესმა მაჯის საათმა მიიპყრო - შეხედე ! - ახლოს მიუტანა საათი და გიორგიმაც წამოსწია მისკენ კისერი . - ხედავ მასში მოძრავ სიფრიფანა ისარს ? - დიახ . - თქვა აღტაცებულმა ბიჭმა - ეს არის წამზომი , რომელიც წინ მიიწევს , რაც იმის მანიშნებელია , რომ წამები მიდიან მისი თითოეული ნაბიჯით წინ წასვლა , ჩვენი ცხოვრების დროის შემცირებას ნიშნავს ადამიანი , ვინც დროს ფუჭად დაკარგავს , ვერ შეასრულებს თავის მისიას ამიტომ გახსოვდეს : ყოველი წუთი და წამი გამოიყენე სწავლისთვის , ფიქრისთვის , სიკეთისთვის და სიცოცხლისთვის , რადგან ის წიკწიკა წამები , რომლებიც წინ მიიწევენ , უკან აღარასოდეს ბრუნდებიან მიდიოდა გიორგი სახლისკენ და ფიქრობდა , თუმცა არ იცოდა რაზე ეფიქრა , - იმაზე , რომ მას ჰქონდა საკუთარი ტყავის ბურთი , ნაირნაირი კალმები , ლამაზ - ლამაზი რვეულები და უამრავი კონვერტი , რითაც საბავშვო ჟურნალებში გააგზავნიდა მრავალ წერილს , თუ იმაზე , რა უთხრა დეიდა მარგომ ?! ისეა თუ ასე , მან ერთი რამ მაინც იცოდა , რომ ის ყველაზე ბედნიერი იყო დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ბავშვთა შორის , მაგრამ იმავე პატარა გონებით ვერ ასიგრძეგანებდა იმას , ვინ და რა შეიძლება ყოფილიყო ამ ბედნიერების საწყისი თერთმეტი წლის ასაკში ასეთი ცხოვრებისეული ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია , მაგრამ არსებობს პერსპექტივა და ამას ჰქვია მომავალი , რომელიც მისი მეხუთე კლასის დროინდელი ემოციით დატვირთული საზაფხულო არდადეგების საიდუმლოს ნამდვილად გახსნის მეორე დილით გიორგი მატარებელში იჯდა და ინტერნატისკენ მიიჩქაროდა სხვა ქალაქში მას ფანჯარაზე თავი მიედო და სინანულით გაჰყურებდა უკან დარჩენილ არე - მარეს იმ ადგილს , სადაც ცხოვრობდნენ მისთვის საყვარელი ადამიანები - დეიდა მარგო და ჟორა ბიძია მიდიოდა და ოცნებობდა იმაზე , რომ სწრაფად გასულიყო ეს ერთი წელი და ისევ ენახა ისინი ისევ ემუშავა სპორტულ მაღაზიაში და ეყიდა უფრო მეტი რამ , მაგრამ რა იცოდა , რომ დედა გარდაეცვლებოდა და ხუთი წელიწადი ვეღარ იხილავდა ამ ქალაქს გიორგის წასვლის შემდეგ მარგომ ფანჯრებიდან შავი ფარდები ჩამოხსნა , სამსახურში სიარული დაიწყო და წინანდელთან შედარებით მკაცრი იერით ჩაება საზოგადოებრივ ორომტრიალში ჟორა რამოდენიმე თვის შემდეგ სხვა სამსახურში გადაიყვანეს უბნის ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდა და ასე გავიდა რამდენიმე წელი ხუთი წლის შემდეგ , თექვსმეტი წლის გიორგი , იმ ჩემოდნით დაბრუნდა თავის დაბადების ადგილზე , რომელთან ერთადაც სულ პაწაწინა მიაბარეს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მაშინ იმ ჩემოდანში მისი პატარა გამოსაცვლელი ტანსაცმელი ელაგა ახლა კი შიგ აწყვია ის ნივთები , რომლებიც გიორგის არასოდეს დაავიწყებს ინტერნატს და მასთან ერთად დღიურები , რომლებსაც იგი მოძალებული გრძნობების დასაოკებლად წერდა კორპუსის ეზოში რომ შევიდა , თავისი სახლის სადარბაზო ძლივს ინიშნა , რადგან ხალხს მანქანის სადგომები აეშენებინა და ერთ დროს მოედანივით გაშლილ ადგილს სულ დაეკარგა ძველი იერი რამდენიმე მეზობელიც შეხვდა - ზოგმა იცნო , ზოგმაც ვერა , მაგრამ ვინც იცნო , ისინიც ცალყბად მიესალმნენ და თან ამრეზით აათვალიერეს განსხვავებულ ტანსაცმელში გამოწყობილი ყმაწვილი ძველმოდური ჩემოდნით ხელში გიორგიმ მეზობლებისგან ეს სიცივე და ირონიული დამოკიდებულება კი შეამჩნია , მაგრამ სადარბაზოში მაინც მშვიდად შევიდა სახლის კარებთან რომ მივიდა , შეჩერდა და ცოტა ხანს დაკვირვებით უყურა ალაგ - ალაგ საღებავგადამძვრალ ხის კარებს გაახსენდა წლების წინანდელი ზაფზულის არდადეგები , როგორ გადარბოდა კიბეებზე იმისათვის , რომ ეზოში ბურთი ეთამაშა ბავშვებთან ორიოდე წუთში ბევრი რამ წარმოიდგინა და ხაოიან კარებს ხელი ფრთხილად გადაუსვა შემდეგ გვერდით მეზობლებს მიუკაკუნა მისი აზრით გასაღები რომელიმე მათგანს უნდა ჰქონოდა ორმა ქალბატონმა თითქმის ერთდროულად გახსნა კარი და უცხო ახალგაზრდის დანახვისთანავე ცოტა შეცბნენ , მაგრამ ერთ - ერთმა მაშინვე იცნო , როცა გიორგი მათ მიესალმა და გაუღიმა - დედა , დედა , რამხელა ბიჭი გამხდარა ! მოდი , შემოდი ჩვენთან ! - რას ლაპარაკობ , ეს გიორგია ?! - თქვა მეორემ და ეზოში შეხვედრილი მეზობლების მსგავსად ზედმიწევნით დაუთვალიერა ინტერნატის ფორმის ტანსაცმელი - ჩემი სახლის გასაღები თქვენ ხომ არ გაქვთ ? - უთხრა მგზავრობით დაღლილმა გიორგიმ , რომელსაც ერთი სული ჰქონდა , სადმე ჩამომჯდარიყო - კი , მე მაქვს . - შებრუნდა ის ქალბატონი , რომელმაც პირველმა იცნო ბიჭი . - აი , შვილო , გასაღები საწყალმა დედაშენმა დაგვიბარა , ყველაფერი ისე დაახვედრეთ გიორგის , როგორც დავტოვებ და ყველას გთხოვთ , მიმიხედეთ ბავშვსო გიორგიმ მადლობა გადაუხადა და სახლში შევიდა შიგნით შმორის სუნი იდგა ჩემოდანი ოთახში დადგა და ლოჯიის ფანჯრები გამოხსნა ოთახში რომ შემობრუნდა , მაგიდაზე მდგარ დედის გადიდებულ სურათს შეხედა და ცოტა ხანს უყურა შემდეგ მის წინ დადებული ფურცელი აიღო და სკამზე ჩამოჯდა მას დედის სიკვდილის წინ დაწერილი წერილი ეჭირა ხელში „შვილო , გიორგი ! შენ როცა ამ წერილს წაიკითხავ , უკვე დიდი იქნები და შენი მდგომარეობის გაანალიზება არ გაგიჭირდება მინდა გითხრა , რომ სიცოცხლე არ არის ყველასთვის ერთნაირი და ადამიანები განსხვავებული ბედით მოდიან ამ ქვეყნად ზოგს მძიმე ტვირთი აქვს , ზოგსაც მსუბუქი ვისაც მძიმე ტვირთი აქვს , ის გაცილებით ბედნიერია , რადგან ტანჯვა აკაჟებს , აწრთობს და აძლიერებს ადამიანს ვისაც რაიმე ღირებული შეუქმნია დედამიწაზე , ყოველი მათგანი მძიმე ტვირთით და ტანჯული ხვედრით გამოირჩევა თუ რომელიმეს ბედით არ ღირსებია სიმწარე , თვითონ უძებნია და უპოვნია სატანჯველი ასე რომ , გახსოვდეს : შენ შენი თანატოლებისაგან განსხვავებით ყოველთვის გამორჩეული იქნები გონებითა და სულით , თუკი არ გადაუხვევ პატიოსან გზას და იცხოვრებ ადამიანურად ახლა კი , შვილო , რაც შეეხება ჩვენს