გალერეა “ნოჩა” მ. ზანდუკელის ქ. 12 თბილისი ჩემი სამყაროს ფერები თვითშემეცნებისა და თვითგამოხატვის ჯგუფური კურსი მოზარდებისთვის 8-10 მონაწილე (11-14 წლის) 12 შეხვედრა კვირაში ერთხელ, 1.5 საათი თინათო სამარგულიანი ფასილიტატორი “ჩემი სამყაროს ფერების” შეხვედრებს გაუძღვება თინათო სამარგულიანი - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, გეშტალტ- თერაპევტი და მითოდრამის სპეციალისტი. ფსიქოლოგიის დაკავშირებით თამაშსა და ხელოვნებასთან, თინათო შექმნის უსაფრთხო სივრცეს მოზარდთათვის, რაშიც, ულევ ენთუზიაზმთან ერთად, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაეხმარება. ნინო ჩაკვეტაძე და გალერეა "ნოჩა" “ჩემი სამყაროს ფერების” შეხვედრებს მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე საკუთარ გალერეა “ნოჩაში” უმასპინძლებს. გალერეაში არსებული თბილი და მყუდრო გარემო მოზარდებს ემოციური ინტელექტის განვითარებასა და საკუთარი თავის თამამად გამოხატვაში დაეხმარება. ნინოს შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თემა ბავშვობაა და ის ინტერპრეტაციისა და თერაპიული მუშაობისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. მასპინძელი რას ვთავაზობთ მოზარდებს? 14.12.2026 დღეს მე და გიომ ზუსტად ერთნაირი დასასრული მოვუფიქრეთ თინათოს მოყოლილ ამბავს, ოღონდ მართლა არ გადაგვიწერია, ძაან სასაცილო იყო და ალბათ მაგიტო ყველაზე მეტად ეგ დამამახსოვრდება. მარტივად და საინტერესოდ მიწოდებული ფსიქოგანათლება; არტ-თერაპია ვიზუალურ სიმბოლოებთან მუშაობა; მითოდრამა და როლური თამაშები; პერსონალური დღიური შეხვედრების რეფლექსიისათვის; ჩაის რიტუალები: სოციალური შფოთვის დასაძლევად და მეგობრული კავშირების დასამყარებლად; შემაჯამებელი გამოფენა გალერეა “ნოჩაში”. დღეს ყველაზე მეტად დღეს მომეწონა/დამახსოვრდა: კურსის შედეგები: რას შეძლებს მოზარდი? თვითრეფლექსიის უნარის განვითარებას; საკუთარი ძლიერ მხარეების, ემოციების, საჭიროებების გაცნობიერებას; პირადი საზღვრების დაცვას და კონფლიქტების მოგვარებას; თვითშეფასების ამაღლებას; შეცდომის დაშვების შიშისაგან შეძლებისდაგვარად გათავისუფლებას. თინათო და მოზარდები გალერეა “ნოჩას” ექსპოზიციიდან ირჩევენ ნინო ჩაკვეტაძის ერთ-ერთ ნახატს და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ აზრებს: რას ხედავენ ამ ნახატზე? რატომ მოსწონთ? რას გრძნობენ? მხატვარი მათ აღნიშნული ნახატების საკუთარ აღქმას უზიარებს: უყვება, რას გრძნობდა მათი შექმნისას და უხსნის, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციები და შეფასებები ხელოვნებას ამდიდრებს. პირველი შეხვედრის მიზანი ემოციური უსაფრთხოების დამყარებაა: მოზარდები დარწმუნდებიან, რომ აქ არ არსებობს მცდარი ემოციები და შეკითხვებზე არასწორად გაცემული პასუხები. შეხვედრა #1 I ბლოკი : შინაგანი სამყარო და უსაფრთხოება ერთი ნახატი და ბევრი ისტორია შეხვედრა #2 შეხვედრა #3 მეტაფორულ ბარათებზე ემოციების (ბრაზი, სევდა, სიხარული, შიში) ამოცნობა. სხეულის კონტურზე ემოციების„რუკის“ დახატვა და ფერებით აღნიშვნა. პირადი საზღვრების განხილვა და ერთმანეთთან ემოციური უსაფრთხოების კონტრაქტის გაფორმება. იმ გარემოს იდენტიფიცირება, სადაც თავს დაცულად ვგრძნობთ. ნახატის ან კოლაჟის შექმნა შინაგანი საყრდენების აღმოსაჩენად. I ბლოკი : შინაგანი სამყარო და უსაფრთხოება შეხვედრა #4 კრიზისულ მომენტში გაწყვეტილი მითის/ზღაპრის დასრულება: რას ამბობს მოზარდის მიერ მოფიქრებული დასასრული მის შინაგან სტრატეგიებზე? შეხვედრა #6 შეხვედრა #5 მრავალპერსონაჟიანი ნახატის გაცოცხლება: როლების განაწილება, ისტორიის მოფიქრება (რა მოხდა მანამდე/ მერე?) და სცენის დადგმა. თვითშეფასებაზე მუშაობა, ორმხრივი ნიღბის შექმნა (გარე მხარე: რას ვუჩვენებ სამყაროს, შიდა მხარე: რას ვინახავ ჩემთვის). II ბლოკი : იდენტობა , როლები და მითოდრამა შეხვედრა #7 შეხვედრა #9 შეხვედრა #8 მეტაფორული ბარათებით რთული სოციალური სიტუაციების აგება და მათი გადაჭრა: როგორ ვთქვა„არა“ ისე, რომ არ გავაფუჭო ურთიერთობა? მუშაობა პირადი სივრცის გაცნობიერებასა და დაცვაზე, ნახატებზე კავშირის/ დისტანცირების ელემენტების ძიება, "პირადი კუნძულის" დახატვა ან გამოძერწვა საკუთარი თავის ან სხვების მიერ „დაწუნებული“ თვისებების გამოვლენა, მიღება და მათში ძალისა და რესურსების პოვნა. რესურსული ბარათის შექმნა. III ბლოკი : ურთიერთობები , საზღვრები და რესურსები შეხვედრა #10 შეხვედრა #11 შემაჯამებელი გამოფენისთვის ინდივიდუალური ნამუშევრის თემისა და წარდგენის ფორმის არჩევა და მასზე მუშაობის დაწყება. IV ბლოკი : ინტეგრაცია , მომავალი და მზადება გამოფენისთვის მზადება საბოლოო გამოფენისთვის: ინდივიდუალურ ნამუშევრებზე მუშაობის დასრულება და ერთმანეთისთვის წარდგენა. შემაჯამებელი გამოფენა კურსის შემაჯამებელი გამოფენა გალერეა “ნოჩაში”: თითოეული მოზარდი თავად წარადგენს საკუთარ ნამუშევარს. "ჩემი სამყაროს ფერების" სერტიფიკატების გადაცემა და საზეიმო ფურშეტი; განსაკუთრებული სტუმრები: მონაწილეების მშობლები/ მეურვეები, ნინო ჩაკვეტაძე და გალერეა „ნოჩას“ გუნდი. შეხვედრა #12 IV ბლოკი : ინტეგრაცია , მომავალი და მზადება გამოფენისთვის +995 598 505 909 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე ან დაგვიკავშირდით! nocha.gallery2015@gmail.com რეგისტრაციის ბმული