დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში 2 აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოებების ცენტრალური საყრდენი და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების გარანტიაა. თუმცა დეზინფორმაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამ უფლებებს, რადგან მათი გამოყენება ხდება იმ სახით, რომ არჩევნებსა და საზოგადოების აღქმებზე მოახდინონ გავლენა. 1 მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციის პრობლემა დიდიხანია არსებობს, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიის განვითარების კომბინაციამ დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბი გაზარდა და უკვე საფრთხეს უქმნის ინდივიდთა უფლებებსაც მიიღონ და გაავრცელონ საკუთარი იდეები. 2 განმატებისთვის, განასხვავებენ ყალბი ინფორმაციის სხვადასხვა სახეს, კერძოდ, “Disinformation” ‒ ყალბი ინფორმაციის შეგნებულად შექმნა და გაზიარება/ გავრცელება. “Misinformation” ‒ ყალბი ინფორმაციის უნებლიე გაზიარება- დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში გავრცელება. განსხვავება “Disinformation” და “Misinformation” შორის განზრახვასა და ცოდნაშია, “Disinformation” განზრახ იქმნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მათზე გავლენის მოხდენისათვის, ხოლო “Misinformation” ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს იმ რწმენით, რომ ის ნამდვილია და არა ყალბი. “Malinformation” ‒ ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება რეალობას, თუმცა გამოიყენება ადამიანის, ორგანიზაციისა თუ ქვეყნის ზიანის მისაყენებლად. აღნიშნული ტერმინი შეიძლება მოიცავდეს სიძულვის ენისა და შევიწროების შემცველ ინფორმაციას. 3 სამივე ტერმინს მოიხსენიებენ ყალბ ინფორმაციად ე.წ. “Fake news” ტერმინით. “Fake news” ტერმინი გამოიყენება სუბიექტურად არასასურველი ანდა არასწორი შინაარსის ინფორმაციის აღსაწერად. 4 დამატებით, თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შექმნას ყალბი აუდიო და ვიდეო, რომელიც ცნობილია როგორც “Deepfake” ტერმინით. 5 წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციათა ა(ა)იპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ (“ICDI”) და ა(ა)იპ „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (“IDMC”) ხედვას საარჩევნო გარემოში დეზინფორმაციის საფრთხეებზე; შეფასება ეფუძნება არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ 2021 წლის მარტი-ივლისის პერიოდში გავრცელებულ ყალბი ინფორმაციის ფაქტებს. 1. Nufiez F., Disinformation Legislation and freedom of Expression, UC Irvine Law Review, Toledo D.Sh.(editor-in-chief), 2020, 784 2. იქვე 3. Council of Europe, Information Disorder: Toward an interdisciplinary framework for research and policy making, 2017, < https://bit.ly/3hQbjd9 > [16.07.21] 4. Nufiez F., Disinformation Legislation and freedom of Expression, UC Irvine Law Review, Toledo D.Sh.(editor-in-chief), 2020, 785-786 5. იქვე 786 3 „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის (“ICCPR”) 6 მე-19 მუხლი ითვალისწინებს გამოხატვისა და აზრის თავისუფლების უფლებას და აცხადებს, რომ „თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის შეუფერხებლად გამოხატვის უფლება.“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში ნათქვამია, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლება მოიცავს „თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით.“ აღნიშნული პუნქტი შეიძლება მოიცავდეს შეურაცხმყოფელ გამოხატულებებსაც, თუმცა შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მე- 19 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-20 მუხლის 7 საფუძველზე. 8 ICCPR-ის თანახმად, ქვეყნებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდვები შინაარსზე, მაგრამ მხოლოდ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით, რაც აუცილებელია „სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის“, ასევე, „სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის,მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად“ ამასთან, ეს შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტებს. პროპორციულობამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდვების კონკრეტული მიზანი და არ უნდა მოხდეს მიზნობრივ პირთა უფლებებში არასათანადო ჩარევა. 9 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 ტერმინი “Fake news” პირველად 2019 წელს გამოიყენა საქმეში Brzezinski v. Poland 11 ; ევროპაში იურიდიული დებატებია გამართული დეზინფორმაციის გარშემო, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემა გამოხატის თავისუფლების უფლებებასთან მიმართებით. არსებობს არგუმენტები იმისა, რომ დეზინფორმაცია არ უნდა განიხილებოდეს გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის სფეროში, რადგან იგი გამოიყენება საზოგადოების მანიპულირებისათვის, დაყოფისათვის, შიშის გაჩენისა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენისათვის. არსებული მიზეზებიდან გამომდინარე, დეზინფორმაცია, როგორც კომუნიკაციის მეთოდი, 6. „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის საერთაშორისო პაქტი (“International Covenant on Civil and Political Rights”), 1976, მე-19 მუხლი 7. ICCPR- ის მე-20 მუხლი: 1. ომის ყოველგვარი პროპაგანდა უნდა აიკრძალოს კანონით. 2. ყოველგვარი ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებისაკენ მიმართული გამოსვლა, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზებას, უნდა აიკრძალოს კანონით. 8. United Nations, Human Rights Committee, General Comment No.34, par.11, < https://bit.ly/2UgUMpX > [16.07.21] 9. United Nations, Human Rights Committee, General Comment No.34, par.22, < https://bit.ly/2UgUMpX > [16.07.21] Nufiez F., Disinformation Legislation and freedom of Expression, UC Irvine Law Review, Toledo D. Sh.(editor-in-chief), 2020, 790-791 10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (“European Court of human Rights”/ “ECHR”) 11. Brzezinski v. Poland, [2019] ECHR 4 რომელიც გამოიყენება სხვათა უფლებების შესალახად არ უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დაცვის ქვეშ. 12 დეზინფორმაციის გავრცელება ერთობლივად შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ელემენტის არსებობას, მაგ., ინფორმაციის შექმნა, შემდგომ შესაბამის საიტზე განთავსება, პლატფორმების მიერ გაზიარება, ადამიანების მიერ არსებული სოციალური პლატფორმებით გავრცელება. 13 ევროკავშირის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ 2018 წელს მიღებული „ევროკავშირის პრაქტიკის კოდექსი ინტერნეტ დეზინფორმაციაზე” და 2018 წელს ევროპული კომისიის მიერ მიღებული კომუნიკაცია „ინტერნეტ დეზინფორმაციის დაძლევის თაობაზე“. 14 დეზინფორმაციასთან ბრძოლა მოიცავს კომპლექსურად რისკ-ფაქტორების განსაზღვრასაც, კერძოდ, დეზინფორმაციის სამართლებრივმა რეგულირებამ არ უნდა გამოიწვიოს სოციალურ და მედია საშუალებებზე ზედმეტი კონტროლი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არამართლზომიერი შეზღუდვა. ამასთან, გასათვალისწინებელია, საზოგადოებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა დეზინფორმაციის ნეგატიური გავლენებისაგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის პრობლემას დავუპირისპიროთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყალბ ინფორმაციასთან მიმართებით და სახელმწიფოს ძალისხმევა -შეიმუშავოს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციასა და აღკვეთას. ამ მოსაზრებას აძლიერებს ვენაში 2017 წლის 3 მარტს მიღებული „ერთობლივი დეკლარაცია გამოხატვის თავისუფლების და ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ“, 15 რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, თუმცა ეს შეზღუდვები უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონით, ატარებდეს ლეგიტიმურ მიზანს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და უნდა იყოს ინტერესის დასაცავად აუცილებელი და პროპორციული. 16 12. Shattock E., Should the ECtHR Invoke Article 17 for Disinformation Cases?, < https://bit.ly/3xPp5T3 > [19.07.21] 13. Council of Europe, Information Disorder: Toward an interdisciplinary framework for research and policy making, 2017, < https://bit.ly/3hQbjd9 > [16.07.21] Sardo A., Categories, Balancing, and Fake News: The Jurisprudence of the European Court of Human Rights, < https://bit.ly/3BmeBN7 > [19.07.21] 14. Sardo A., Categories, Balancing, and Fake News: The Jurisprudence of the European Court of Human Rights, < https://bit.ly/3BmeBN7 > [19.07.21] 15. Declaration by the United Nations Special Rapporteur on Freedom of Opinion and Expression, the Organization for Security and Co-operation in Europe Representative on Freedom of the Media, the Organization of American States (OAS) Special Rapporteur on Freedom of Expression and the African Commission on Human and Peoples’ Rights Special Rapporteur on Freedom of Expression and Access to Information, Joint declaration on freedom of expression and “fake news”, disinformation and propaganda, < https://bit.ly/3xRbr1Q > [16.07.21] 16. იქვე par.1(a) 5 აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს როგორც აზრის, გამოხატვისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, ასევე, განსაზღვრავს აღნიშნული უფლებების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობისა და სხვათა უფლებების დაცვიდან [...]. 17 როგორც ზემოთ აღინიშნა დეზინფორმაციას ნეგატიური გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ამომრჩეველთა თავისუფალ ნებასა და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე. ყალბი ინფორმაციების გავრცელება არჩევნებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა, არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიმართ 2021 წლის მარტი-ივლისის პერიოდში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის ფაქტები 18 , რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი საქმიანობის დისკრედიტაციასა და ამომრჩევლებში უნდობლობის გაჩენას. მაშინ როცა ზუსტი და ნამდვილ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება უნდა წარმოადგენდეს პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საშუალებას. არჩევნებში ჩართული მხარეების მიზანი უნდა იყოს საარჩევნო პროცესებისათვის ხელის შეწყობა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ადგილი არ ექნება დეზინფორმაციის კამპანიას საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ, რომელმაც შეიძლება თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს შეუქმნას საფრთხე. ამიტომ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს უზრუნველყონ გადამოწმებული და სწორი ინფორმაციის გავრცელება და დემოკრატიული პროცესებისათვის ხელის შეწყობა. 17. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995, მე-17 მუხლი 18. ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება, < https://bit.ly/36K74cX > [16.07.21] ცესკოში მიმდინარე სტრუქტურული განახლებების შემდგომი ეტაპი კვლავ დეზინფორმაციისა და უსაფუძვლო ბრალდებების საგანი გახდა, < https://bit.ly/2UVVg4C > [16.07.21] საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის თაობაზე კვლავ დეზინფორმაცია გავრცელდა, < https://bit.ly/2TjBCPA > [16.07.21] ვიდეო „ცესკოში ხელფასებს იზრდიან – განცხადება ჟვანიას უწყებასთან“, ტელეკომპანია „მთავარი“, < https://bit.ly/3kR5M8d > [23.07.21] ვიდეო „ცესკოს მოულოდნელი რეორგანიზაცია-ძლიერდება რგოლები, რომლებმაც დარღვევებით თავი უკვე გამოიჩინეს“, ტელეკომპანია „მთავარი“, < https://bit.ly/3rxjka9 > [23.07.21] ვიდეო „მკვდარი სულები არჩევნებზე“, ტელეკომპანია „მთავარი“, < https://bit.ly/3iNDglr > [23.07.21] ვიდეო „ალტერნატიული ცესკო და მკვდარი სულები საარჩევნო სიაში“, ტელეკომპანია „ფორმულა“, < https://bit.ly/3iHCvKC > [23.07.21] ვიდეო „შესწავლილი 3671 ამომრჩევლიდან 12% იყო გარდაცვლილი – „მკვდარი სულები” 2020 წლის არჩევნებში“, ტელეკომპანია „მთავარი“, < https://bit.ly/3iGJkfr > [23.07.21] განცხადებები: „ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია ნაჩქარევი და დაუსაბუთებელია – ISFED“, ტელეკომპანია „მთავარი“, < https://bit.ly/3zA74IH > [23.07.21] „ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს – ISFED“, ტელეკომპანია „ტვ პირველი“, < https://bit.ly/3y38z23 > [23.07.21] „ISFED: გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის დაჩქარებული პროცესი“, რადიო თავისუფლება, < https://bit.ly/3kSr9WE > [23.07.21] „ISFED: ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი დაუსაბუთებელია და ნაჩქარევად მიმდინარეობს“, ტაბულა, < https://bit.ly/3l5Ye1J > [23.07.21] 2021 წელი