ვარდისფერი სპილო 1 ვარდისფერი სპილო ბიძინამ , მიშამ , სალომემ და გრიგოლმა რესტორან “ ოლიმპოში ” ვახშმობისას გადაწყვიტეს შემდგომი რეალიზების მიზნით ვარდისფერი სპილოს ქანდაკებების წარმოება ( მუხლი 1.2). დასახული მიზნის მისაღწევად პირებმა რესტორნის მიმტან ბახუსს მოსთხოვეს დახმარება კერძოდ , www.reestri.gov.ge - დან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდების შაბლონის ამობეჭდვა ნაბეჭდ დოკუმენტს ადგილზევე ხელს აწერს ოთხივე სუბიექტი ( მუხლი 3.4 1 ). დამფუძნებლები საწარმოს სამართლე ბრივ ფორმად განსაზღვრავენ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ( მუხლი 1.1.; მუხლი 2.1; მუხლი 20.1). საწარმოს საფირმო სახელწოდებად მხარეები უთითებენ სპს “ გ რ გ ოლი და სალომე - ვარდისფერი სპილო ” ( მუხლი 5.1. 6.1.; 6.3. 6.5.). ამასთანავე , პარტნიორები იღებენ გ ადაწყვეტილებას , რომ საერთო კრებაზე ხმის უფლება გადანაწილდებოდა შემდეგ - გ ვარად - ბიძინას 48 %, გრიგოლს 5%, სალომეს 2%, ხოლო მიშას 45% ( მუხლი 9 1 1. და 9 1 10.) წესდების შედგენისას წარმოშობილი ხმაურით დაინტერესდა რესტორნის მეპატრონე დონალდი ამ უკანასკნელმა , საქმიანობის ორიგინალურობიდან გამომდინარე პირველივე ეტაპზე განახორციელა 10 ცალი ვარდისფერი სპილო ს შეკვეთა ( მუხლი 2.2) თითოეული სპილოს საფასურად განისაზღვრა 25 ლარი რომლის გადახდაც მოხდებოდა მოგვიანებით მეორე დღეს მხარეები მიდიან ნოტარიუს ირაკლისთან , რომ ელიც ახდენს წესდების დამოწმებას ( მუხლი 5.3). წესდების დამოწმების შემდგომ კი ხდება დოკუმენტის სარეგისტრაციოდ წარდგენა და საზოგადოების რეგისტრაცია ( მუხლი 3.4 1 ) მალევე საქმიანობა კარგად წარმართება და დონალდი აკეთებს შეკვეთას ახალ პარტიაზე შედეგად საზოგადოებ ის საერთო კაპიტალი 50.000 ლარამდე იზრდება აღნიშნული თანხა საზოგადოებას მეორე დღესვე ერიცხება გახარებული საზოგადოების ხელმძღვანელი სალომე გადაწყვეტ ს მადლიერება ქველმოქმედებით გამოხატოს და ბავშვთა სახლს 25.000 ლარი ( მუხლი 9.1; მუხლი 23). აღნიშნული მიზნით , სალომე საბანკო ანგარიშიდან რიცხავს ბავშვთა სახლის ანგარიშზე ( მუხლი 9 1 .1.; 9 1 .2; 9 1 .5, 9 1 .7). მოგვიანებით , ირკვევა , რომ სალომეს მიერ განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად ვეღარ ხერხდება საზოგადოების მიერ შეკვეთად აღებული სპილოების წარმოება შედეგად , დამკვეთი დონალდი ითხოვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ( მუხლი 20.2). ვარდისფერი სპილო 2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილ ებით გაღიზიანებული მიხეილი იწვევს კიდევ ერთ საერთო კრებას , სადაც კრება იღებს გადაწყვეტილებას სალომესთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მთლიანად დაკისრების ( მუხლი 20.1) და საწარმოს ადგილსამყოფელის სალომეს მისამართის ნაცვლად თავისი მისამართით შეცვლის თაობ აზე ( მუხლი 9 1 .5. ბ ; მუხლი 6 3 .11; 5.3); გთხოვთ , შეაფასოთ სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებები